მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ტორპედომ” “იბერია” დაამარცხა

“ტორპედომ” “იბერია” დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა – ქუთაისის “ტორპედომ“ თბილისის “იბერიას“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 2:1 დაამარცხა.

ეს მატჩი ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ “იბერიას“ კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე თამაშის გამო ქუთაისელები მატჩის გადადებაზე დათანხმდნენ.

მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა, ფეხბურთელთა შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც არბიტრმა ორივე გუნდის მოთამაშეები გააფრთხილა, „იბერიას“ ნახევარმცველი საბა გეგუჩაძე გააძევა, სულ კი არბიტრმა ყვითელი ბარათი 12-ჯერ გამოიყენა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.

ეროვნულ ლიგაში გამართული 20 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 48 ქულა დააგროვა და ლიდერს, გორის „დილას“ ქულებით გაუთანაბრდა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა, „იბერია“ (45) მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

კომენტარები