მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მღვიმევი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

მღვიმევი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

მღვიმევი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (წირქვალის თემი), ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მ, ჭიათურიდან 3 კმ.

სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე, რომელიც წარმოადგენს ორსართულიანი კლდოვანი ფარდულებისა და ეხების კომპლექსს. მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები. სრულად გაითხარა 1944 წელს. ერთ-ერთი ეხის კედელზე შემორჩენილია პირველყოფილი ადამიანის მიერ ამოკვეთილი ხაზოვან-გეომეტრიული გამოსახულება.

მღვიმესთან ახლოს მდებარეობს დედათა მონასტერი. მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესია დგას. ერთი მაცხოვრის სახელობისაა და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზე მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.

კომენტარები