მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის მოსახლეობას შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის “ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტის მერ ვასილ გველესიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა და ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და მასში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე.

შალამბერიძემ თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის, აქტიური მოქალაქეობის, მმართველი გუნდის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ობიექტური შეფასებისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად შალამბერიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც “ქართულ ოცნებაზე“ მეტად შეეძლოს ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ფოკუსირება.

კომენტარები