მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ამ მოთხოვნებით ქუთაისელები 86 დღეს, ყოველ საღამოს იკრიბებიან.

მათი თქმით, “ოცნებას” ქვეყნის და მოქალაქეების ბედი არ აწუხებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ფიქრობს, სწორედ ამიტომ, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები