ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები 105 დღეა, ახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და ყველა უკანონოდ დაკავებული არ გათავისუფლდება.
მათივე თქმით, შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის ეს ერთადერთი გზაა.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები