როგორია მიმდინარე ტურისტული სეზონი იმერეთში, რატომ შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით და რა ინფრასტრუქტურული თუ მენეჯმენტური გამოწვევები აფერხებს ქუთაისის, როგორც ტურისტული ჰაბის განვითარებას? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ინფო იმერეთი“ შემომყვანი ტურისტული კომპანია TRAVELERS GROUP-ის დამფუძნებელს, გიდსა და ერთ-ერთი სასტუმროს მმართველს, თამუნა კვანტალიანს ესაუბრა.
– თამუნა, როგორია ტურისტული ნაკადი ახლა და რამდენად შეიცვალა ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით?
– ტურისტული ნაკადი ამ ეტაპზე საგრძნობლად დაბალია. გასული წლის ნოემბერთან შედარებით, წელს ბევრად ნაკლები ტურისტი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არასეზონური პერიოდია, შარშანდელთან შედარებით არსებული მაჩვენებელი სერიოზულად გვაზარალებს როგორც ტურისტულ კომპანიებს, ისე გიდებსა და სასტუმროებს.
– ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ვიზიტორები მიმდინარე სეზონზე და რა აინტერესებთ ყველაზე მეტად?
– მე ძირითადად ევროპელ ტურისტებთან ვმუშაობ. მათ ყველაზე მეტად ჩვენი ბუნება, ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება, ადათ-წესები და ის აინტერესებთ, თუ რით განვსხვავდებით მათგან.
– რა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აწყდებით ქალაქსა და შემოგარენში ტურების დროს?
– ჩვენს ქვეყანაში პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მოგვარებული საქმე. ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა, რის გამოც ტურისტებთან ბევრჯერ შემრცხვენია. როდესაც ამ საკითხებზე უშუალოდ პასუხისმგებელ პირებთან ვისაუბრე, მიპასუხეს შენ რატომ შეგრცხვაო? აბა, ვის უნდა რცხვენოდეს, როცა ქვეყანას სტუმარს მე წარვუდგენ?!
საპირფარეშოების პრობლემა ყველგან დგას, მოუწესრიგებელია გზები, ტურისტული ლოკაციები არ არის სათანადო ყურადღების ქვეშ. ქვეყანას არ აქვს სწორი მენეჯმენტი და ყველა სფეროში უჭირთ. პირადად მე, ხელშეწყობის ნაცვლად, არასწორი მმართველობის გამო პრობლემებში ვეხვევი. ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ჩამოსულ სტუმარს უკან დაბრუნების სურვილი აღარ უჩნდება - მსოფლიოში კონკურენცია დიდია და არჩევანიც უამრავია.
– რა აკლია დღეს ქუთაისს იმისთვის, რომ ზამთრის თვეებშიც სტაბილურად შეინარჩუნოს ვიზიტორი და ქალაქი მხოლოდ სატრანზიტო გაჩერებად არ დარჩეს?
– ქუთაისს აკლია მოსანახულებელი ლოკაციები, რაც ჰქონდა, ისიც შეგვიმცირეს. გელათი ჩემი დიდი ტკივილია - ბევრი სწორედ მის სანახავად ჩამოდიოდა, რადგან იუნესკოს ძეგლია. არასწორი მენეჯმენტის, იუნესკოს მითითებების შეუსრულებლობისა და კუსტარული გადახურვის გამო, ძეგლი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესა და მართლმადიდებელს, ეს ძალიან მტკივა, მეორე მხრივ კი, ასეთი მნიშვნელოვანი ლოკაცია ტურისტებისთვის გაურკვეველი დროით დაკეტილია.
გარდა ამისა, აუცილებელია გასართობი სივრცეების დამატება ახალგაზრდებისთვის. ქალაქში სულ რამდენიმე კაფე-რესტორანია და არ არსებობს უცხოელებისთვის მიმზიდველი ლოკაცია, რომელიც მათ ქუთაისში რამდენიმე დღით გააჩერებს.

– რაზე გამოთქვამენ ყველაზე ხშირად უკმაყოფილებას ტურისტები ქუთაისში ყოფნისას?
– ქუთაისში ტურისტებს ფაქტობრივად ვერც ვაჩერებთ, ძირითადად შემოგარენს ვათვალიერებინებთ, რადგან ქალაქში არანაირი შემაკავებელი ბერკეტი არ არის. მთავარი პრეტენზია კი მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ეხება. ელემენტარულად, მონპლაზირის თაღით ტურისტს პირველი და მესამე სკოლები რომ ვაჩვენო, ერთგვარი დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს - ქვაფენილი წლებია ამოყრილია და ნორმალურად ვერ გაივლი. ასეთი პრობლემა ქალაქში უამრავია.
– როგორია სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი მიმდინარე სეზონზე და რა უნდა შეიცვალოს, რომ ვიზიტორმა აქ 1-2 ღამის ნაცვლად მეტი დრო გაატაროს?
– საგრძნობლად შემცირებულია სასტუმროების ჯავშნებიც. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მიდგომა და მენეჯმენტი - მმართველ პოზიციებზე უნდა ინიშნებოდნენ კომპეტენტური, საქმის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ და მხოლოდ ხელფასის გამო არ მუშაობენ.
– რამდენად მწვავედ დგას სასტუმრო სექტორში კვალიფიციური კადრების პრობლემა და რამდენად პირდაპირ აისახება ქუთაისის აეროპორტის რეისების განრიგი თქვენს ჯავშნებზე?
– კადრების შენარჩუნება ძალიან ჭირს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა ქვეყნიდან გადის და ფაქტობრივად, განათლებული და პროფესიონალი კადრი აღარ გვრჩება.რაც შეეხება აეროპორტს - მხოლოდ რეისების განრიგი ვერ განსაზღვრავს ქვეყანაში ბევრი და მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოსვლას. ამას სჭირდება ქვეყნის სწორი პიარი და არა მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებზე ფორმალური სიარული. გამოფენებზე უამრავი ქვეყანა წარდგება და ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათთვის კონკურენციის გაწევა, განსხვავებულად და გამორჩეულად წარმოჩენა. მხოლოდ სტენდთან დგომა და ბროშურების დარიგება საქმეს არ შველის.
აუცილებელია აქტიური მუშაობა მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოსაზიდად. დღეს ქვეყანაში უმეტესად დაბალბიუჯეტიანი ვიზიტორები შემოდიან, რის გამოც ტურისტულ კომპანიებს სულ ფასებზე ვაჭრობა გვიწევს, შედეგად კი შემომყვანი ტუროპერატორების სარგებელი და შემოსავალი საგრძნობლად დაბალია.
საგრძნობლად შემცირებულია სასტუმროების ჯავშნებიც. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მიდგომა და მენეჯმენტი - მმართველ პოზიციებზე უნდა ინიშნებოდნენ კომპეტენტური, საქმის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ და მხოლოდ ხელფასის გამო არ მუშაობენ.

კომენტარი