მთავარიახალი ამბებისლაიდი

NDI – გამოკითხულთა უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ

NDI – გამოკითხულთა უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ

ND-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას “ცუდად“ აფასებს.

გამოკითხულთა 55%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა ცუდია; 38% საშუალოდ აფასებს, 4% – კარგად.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. კერძოდ, გამოკითხულმა პირებმა უპასუხეს კითხვას, „5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ“, რაზეც 45% პასუხობს, რომ ნაკლები აქვს; 34% ამბობს, რომ იგივე შესაძლებლობები აქვს; ხოლო მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს გამოკითხულთა მხოლოდ 20%-ს.

კომენტარები