იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა.
ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე დათოვლილი ხეები წაიქცა და გზები ჩახერგა.
ადგილობრივების თქმით, ქალაქში ამ დრომდე გაუწმენდავია საავტომობილო გზები, რაც შეფერხებას ქმნის გადაადგილებაში და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.
ქუთაისის გარდა, მძიმე მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
ათასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.
კომენტარები