მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გაუწმენდავი გზები, წაქცეული ხეები, წყლის და დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – დიდთოვლობა იმერეთში

გაუწმენდავი გზები, წაქცეული ხეები, წყლის და დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – დიდთოვლობა იმერეთში

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა.

ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე დათოვლილი ხეები წაიქცა და გზები ჩახერგა.

ადგილობრივების თქმით, ქალაქში ამ დრომდე გაუწმენდავია საავტომობილო გზები, რაც შეფერხებას ქმნის გადაადგილებაში და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.

ქუთაისის გარდა, მძიმე მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ათასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.

კომენტარები