მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აბიტურიენტი ქუთაისიდან, რომელმაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა მიიღო

აბიტურიენტი ქუთაისიდან, რომელმაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა მიიღო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

გიორგი გოგსაძე, ქუთაისის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 60-დან 60 ქულა მიიღო.

გიორგი სწავლის გაგრძელებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებაზე აპირებს.

“ველოდი, რომ კარგ ქულას ავიღებდი, კმაყოფილი გამოვედი გამოცდებიდან, მაგრამ უფრო კარგი შედეგი დავდე, ვიდრე ველოდი, მაქსიმალურ ქულას თუ ავიღებდი რომელიმე საგანში, არც წარმომედგინა”, – ამბობს გიორგი გოგსაძე იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთთან“.

გიორგი გოგსაძემ მათემატიკაში 47, უცხო ენაში კი 78 ქულა აიღო.

კომენტარები