მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“აგვისრულდა ოცნება, მადლობა ქალბატონ თეას” – მესხიშვილის თეატრი წულუკიანს მიკროავტობუსისთვის მადლობას უხდის

“აგვისრულდა ოცნება, მადლობა ქალბატონ თეას” – მესხიშვილის თეატრი წულუკიანს მიკროავტობუსისთვის მადლობას უხდის

“აგვისრულდა ოცნება, მადლობა ქალბატონ თეას”- მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაცია და მსახიობები თეა წულუკიანს მიკროავტობუსის გადაცემის გამო საჯარო მადლობას უხდიან.

“კულტურის მინისტრმა აგვისრულა სანუკვარი ოცნება, რომელსაც მესხიშვილის თეატრი წლებია, ნატრულობს და ოცნებებობს, გადმოგვეცა ახალი მიკროავტობუსი. მთელი თეატრი აღფრთოვანებულია, გახარებულია. ადამიანი ვერ ვნახე, რომელიც ამ ფაქტს საოცარი ენერგიით არ შეხვდა, მადლობა ქალბატონ თეას, ამას კი იმ დანიშნულებით გამოვიყენებთ რა დანიშნულებითაც გადმოგვეცა ეს ავტობუსი,”- აცხადებს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

“მინდა ამ ძვირფასი საჩუქრისათვის მადლობა ვუთხრა სამინისტროს და მინისტრს. ვულოცავ ყველა თეატრს, ვინც ეს საჩუქარი მიიღო და სხვა თეატრებსაც ვუსურვებ, რომ მალე მიეღოთ ეს საჩუქრი. ჩვენთვის ეს ნიშნავს ხშირ გასროლებს”, – ამბობს მსახიობი დავით როინიშვილი.

სამინისტრომ მიკროავტობუსი კიდევ ცხრა თეატრს გადასცა.

როგორც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო. შედეგად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. თითოეული ავტობუსი თეატრთა ცალკეული სიმბოლოებით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს საჩუქარი და მათ წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

კომენტარები