მთავარისლაიდიპერსონა

ნანული ცხვედიანი – ადამიანებო, რა ამბავია ამდენი აგრესია და სიძულვილი

ნანული ცხვედიანი – ადამიანებო, რა ამბავია ამდენი აგრესია და სიძულვილი

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge  გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც ნანული ცხვედიანია. 

სახელი: ნანული

გვარი: ცხვედიანი

სამუშაო ადგილი: ამჟამად – ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება. 40 წლის მანძილზე მიმუშავია სხვადასხვა გაზეთის კორესპონდენტად, განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი…  მხატვარი-გრაფიკოსი (ბავშვობაში აქტიურად ვხატავდი).

ყველაზე  მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს: დროსთან და ეპოქასთან შესაბამისობა.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი, მეგონა, რომ იოლი იყო.

ყველაზე  დასამახსოვრებელი რეპორტაჟი მერაბ ბერძენიშვილის საბრძოლო დიდების მემორიალის მასშტაბური გახსნა 1980 წლის 5 ნოემბერს. ასევე – რეპორტაჟი დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძის მიერ 2009 წლის 6 ივლისს ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისათვის ჩატარებული ვოკალის  საოცარი გაკვეთილიდან.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ  ნიჭიერებას. რა ვქნა, მიყვარს ნიჭიერი, განსხვავებული ადამიანები.

მჯერა, რომშვილები გამახარებენ და ბოლოს და ბოლოს დაოჯახდებიან.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავშიარაფერი განსაკუთრებულად.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავშიცხოვრებისაგან ნაკლებმომთხოვნი ვარ.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არისჩემი ოჯახი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ გამზადებული რითმების წიგნი შემედგინა ბიძია პოეტებისთვის, რათა მათ ღამეების გათენება არ დასჭირვებოდათ ლექსების წერისას (მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი მაშინ).

ამწამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… ეკონომიკურად  ძლიერი, საზღვრებდაცული,  დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქე და არ მეშინოდეს ომის.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდემუსიკალური მონაცემები.

ამოჩემებული სამოსიამოჩემებული მაქვს ჩემი ნათლულის, მხატვარ ინგა იობიძის ნაჩუქარი, მის მიერ შექმნილი ტიხრული მინანქრის ულამაზესი მედალიონი.

ყველაზე ხშირად მავიწყდებაგზადაგზა შეხვედრილი, არაფრისმთქმელი სახეები.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… მგონი, ასეთი ამჟამად არა მაქვს. ადრე, რედაქტორობისას, ეს იყო: “პარასკევი მოვიდა, სად არის თქვენი მასალები?“

ადრე ვფიქრობდი, რომ… ჩემი წიგნები –  “გახსოვს, ქუთაისო” და კიდევ რამდენიმე – აუცილებლად უნდა დამებეჭდა და მკითხველამდე მიმეტანა.

ახლა ვფიქრობ, რომ არ იყო აუცილებელი მკითხველის შეწუხება.  

თავისუფალ დროს ფეისბუქ-პოსტებს „ვაცხობ“ ქუთაისის საინტერესო ისტორიულ-კულტურულ წარსულზე, ან – დღევანდელ საზოგადოებრივ თემებზე, შიგადაშიგ – სტატიებსაც ვწერ ხოლმე სხვადასხვა  ჟურნალ-გაზეთის რედაქციის თხოვნით. ისე, თავისუფალი დრო თითქმის აღარ გვრჩება, რადგან ჩემი განყოფილება გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ თემატურ – ბიბლიოგრაფიული საძიებლის შედგენაზე მუშაობს, საფუძვლიანად შევისწავლეთ 1940-იანი წლების ქუთაისური პრესა და უკვე მეოთხე ტომის შექმნას შევუდექით.

მეშინიადროის წარმავლობის.

ვტირი მაშინ, როდესაც გული მიჩუყდება სიხარულისაგან. მაგალითად, როცა  ბავშვების, ახალგაზრდების სპორტული თუ შემოქმედებითი მიღწევების მხილველი ვხდები.

მრცხვენია მაშინ, როდესაცმავანნი  სახელმწიფოსაგან დაუმსახურებელ ჯილდოებსა  და ფულად დახმარებებს ამაყად მოითხოვენ; ქუჩებისათვის მათი ოჯახის წევრთა სახელების დარქმევა, ან შენობებზე მემორიალური დაფების გაკვრა სავალდებულოდ მიაჩნიათ; ოფისების კედლებს ტრენინგებზე მიღებული სერტიფიკატებით აჭრელებენ; სტატიებსა და წიგნებზე სხვადასხვა გზით მოპოვებულ ცრუ  სტატუსებს ხაზგასმულად ამატებენ; ყოველ წელიწადს გაუთავებლად იხდიან საიუბილეო საღამოებს, მართავენ პომპეზურ პრეზენტაციებს, წამდაუწუმ ეკრანზე გამოდიან ვითომც სამაგალითო და სინამდვილეში – უზნეო საკუთარი ცხოვრების პროპაგანდით; იპარავენ სხვის  ნაშრომებს, რითმებს, მელოდიებს, ფერებს, სამეცნიერო აღმოჩენებს, ფეისბუქ-პოსტებს, იპარავენ ხალხის კუთვნილ ბიუჯეტს… მოკლედ, თითქმის ყოველდღე მრცხვენია და მრცხვენია ასეთი ადამიანების ნაცვლად.

ყველაზე მეტად მიყვარს როცა ახალ თაობაში ნიჭიერი, განსხვავებული სახე გამოჩნდება ხოლმე.

რასაც არასოდეს გავაკეთებპოლიტიკური ნიშნით არასოდეს დავყოფ ადამიანებს.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობადამიანებო, რა ამბავია ამდენი აგრესია და სიძულვილი! სამყაროს დასასრულისკენ მივდივართ, ადამიანებო!

სიყვარული არის  ცხოვრების  ჰარმონია.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინროდესაც დავამთავრე ჩემს მიერ შედგენილ დიდ ენციკლოპედია „იმერეთზე“ მუშაობა (თუმცა, გარემოებათა გამო, მაინც ვეღარ დაიბეჭდა).

როდესაც ცუდად ვარდეპრესია მეძალება. იუთუბიზე კარგ ფილმებს ვეძებ.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე, იყონეტა, რა ხდება საზღვარზე?

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის ათეულობით წელი გავფლანგე სხვისი ნაწერების რედაქტირებასა თუ გადაკეთება-გადმოკეთებაში, სჯობდა, მეტი დრო დამეთმო საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

პირად ურთიერთობებში  ვარ საკმაოდ კეთილმოსურნე, უბოროტო, სხვის დასახმარებლად მუდამ მზად მყოფი ადამიანი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორცნანული ცხვედიანი.

 

 

კომენტარები