მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ადგილ-ადგილ მიწა ჩავარდა, წყალი წაგვიღებს” – ზესტაფონში, ბატონიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“ადგილ-ადგილ მიწა ჩავარდა, წყალი წაგვიღებს” – ზესტაფონში, ბატონიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ზესტაფონში, ბატონიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მაგისტრალის მშენებლობის გამო აფეთქებითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც ბოლო დღეებია, დასახლებაში მეწყერი რამდენჯერმე ჩამოწვა.

მოსახლეობის თქმით, აფეთქებები იმდენად ძლიერია, რომ დაბზარულია საცხოვრებელი სახლების კედლები და ცხოვრება მათთვის სიცოცხლისთვის სახიფათო ხდება.

ზესტაფონში აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელისუფლებას ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ.

“ადგილ-ადგილ მიწა ჩავარდა, წყალი წაგვიღებს, ვარიანტი არ არის, რომ ჩვენ არ ჩაგვყარონ მიწაში ცოცხლად, კაცი არ იქნება პასუხისმგებელი ამაზე არავინ”, – აცხადებს ადგილობრივი ციცო პეტრიაშვილი.

კომენტარები