მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ადვოკატი ბადრი ესებუას მონახულებას ქუთაისში, მეორე საპატიმროში დღეს აპირებს

ადვოკატი ბადრი ესებუას მონახულებას ქუთაისში, მეორე საპატიმროში დღეს აპირებს

ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს აპირებს.

“როდის და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ჩემთვის უცნობია. მე ჟურნალისტებისგან გავიგე მისი დაკავების შესახებ. შემდგომ ველაპარაკე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს. მასთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდგომ როგორც გავარკვიეთ, დაკავებული ყოფილა სოფელ ჯიხაშკარში და სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს ქუთაისის N 2 დაწესებულებაში. დღეს ვაპირებ მისვლას, დღის ბოლოსკენ“, – განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

ამ დროისთვის ესებუა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამარტოო საკანშია მოთავსებული.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები