მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას თერჯოლელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თერჯოლელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის თერჯოლელი თორნიკე გვადიბაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულები  თერჯოლელი თორნიკე გვადიბაძე და ზუგდიდელი რამაზ კონჯარია არიან.

არსებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.

კომენტარები