მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – მიკროავტობუსი ქალს და ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – მიკროავტობუსი ქალს და ბავშვს დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, პოლიციის მეოთხე განყოფილების მიმდებარედ, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მიკროავტობუსი ქალს და ბავშვს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

კომენტარები