მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტომობილი ჯერ საინკასაციო მანქანას, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტომობილი ჯერ საინკასაციო მანქანას, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ჯერ საინკასაციო მანქანას, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა.

ასევე დაშავებულია საინკასაციო მანქანაში მყოფი პირი.

ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

 

კომენტარები