მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისელი ნიკა მამისეიშვილი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისელი ნიკა მამისეიშვილი დაიღუპა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისელი ნიკა მამისეიშვილი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში 29 იანვარს მოხდა. აღმაშენებლის ხეივანზე – მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლეტს შეეჯახა.

დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა რამდენიმე დღე თბილისში საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქუთაისელი ახალგაზრდა თბილისში სწავლობდა.

“29 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავარიაში მოყვა, მეგობარს ეჯდა უკან მოტოციკლეტზე. ამ დღეების განმავლობაში საავადმყოფოში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ გუშინ ღამით დაგვტოვა. უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში, პარალელურად სამხედრო სამსახურში მსახურობდა. რამდენიმე დღით თბილისში იქნება დასვენებული. ოთხშაბათს გადმოვასვენებთ ქუთაისში, ტაძარში. ხუთშაბათს ბოლო გზაზე გავაცილებთ”, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” საუბრისას მეგობარი ნიკო მანაგაძე.

კომენტარები