მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ათენში ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი შაკო ჭიქაბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა

ათენში ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი შაკო ჭიქაბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა

ათენში ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი შაკო ჭიქაბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 22 წლის ახალგაზრდა მეგობრის დაბადების დღიდან შინ გვიან ბრუნდებოდა.

“შაკო ქუთაისში დაიბადა და იზრდებოდა. დაწყებით კლასში ვიყავით, როდესაც მშობლებმა საბერძნეთში წაიყვანეს. თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა ზაფხულობით საქართველოში, თავის ფესვებს არასდროს მოსწყვეტია. საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო ყველასთვის. მიუხედავად მისი ასაკისა, დიდი სიყვარული და სიკეთე დათესა… ენით აღუწერელი ტკივილია მასზე წარსულში საუბარი.

ჩვენ, მეგობრები ძალიან ცუდ დღეში ვიმყოფებით და არ მინდა წარმოვიდგინო მისი მშობლების მდგომარეობა, რომლებმაც ერთადერთი შვილი დაკარგეს…

ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ გავიგეთ, თუმცა ავარია ორი დღის წინ მომხდარა. მეგობრის დაბადების დღიდან სახლში მანქანით ბრუნდებოდა. ჯერ არ ვიცით, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამ დროს დეტალებს უკვე ეკარგება აზრი, რადგან ძალიან კარგი ბიჭი აღარ გვყავს…“, – ამბობს შაკოს მეგობარი.

კომენტარები