მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ათენში 31 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ჩვილი დედის თვალწინ აწამა

ათენში 31 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ჩვილი დედის თვალწინ აწამა

31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა, პერისტერში, ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს იტალიის ხელისუფლება ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ეძებდა.

ცნობილია, რომ ერთი წლის წინ მამაკაცმა კალაბრიას რეგიონში 3 ადამიანთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, მძევლად სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები აიყვანა, ჩვილი დედის თვალწინ აწამა, რათა ქალს მისთვის გაემხილა თუ სად იყო სეიფი.

დამნაშავე სამ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა.

ქართველ მამაკაცს იტალიის პოლიცია ეძებდა და მან საბერძნეთში გაქცევა მოახერხა, სადაც დააკავეს კიდევ.

კომენტარები