მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ალკოჰოლური სასმელების ქურდობისთვის გერმანიაში ორი ქართველი დააკავეს

ალკოჰოლური სასმელების ქურდობისთვის გერმანიაში ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ როზენჰაიმში 37 წლის და 32 წლის ქართველები ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს.

როგორც გერმანული მედია წერს, ქართველებმა 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით როზენჰაიმის რაიონის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.

ასევე მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი, 48 წლის უკრაინელი.

სამივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები