მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება – ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა”

“არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება – ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა”

ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსალოდნელი, – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

“მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში ახალმთვარეობას უკავშირდება, რომელიც 28-ში გველოდება. გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ფრთხილად გავდივართ ამ დღეს, არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება. გაუფრთხილდით გულსისხლძარღვთა სისტემას და ზედმეტი სიმძიმეები არ აწიოთ 28-ში და არც ახალი საქმე დაიწყოთ. თუ გვექნება პოზიტიური განწყობა, იუმორი, ხელოვნებასთან ურთიერთობა, ეს იქნება ძალიან კარგი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პარასკევს. იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა შუამავალი ხდება, რეტროგრადული, თითქმის, 24 ნოემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სირთულეებს შექმნის იურიდიულ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში. ასევე შესაძლოა მოგზაურობის დროს სირთულეები შეიქმნას. სხვადასხვა სახის ცოტა ხელისშემშლელი ფაქტორები იჩენს თავს. სპორტსმენებს ვთხოვ, ცოტა ფრთხილად იყვნენ, ტრავმულობა მოიმატებს ვარჯიშებისა და პაექრობების დროს. ეს ყველაფერი სწორედ ამ იუპიტერის უკუსვლასთან იქნება დაკავშირებული“, – განახცადა ცაგარელმა “იმედის” ეთერში.

მანვე მოუწოდა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს, რომ უიშვიათესი შემთხვევაა და ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა, ოთხშაბათიდან და აუცილებელია ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები