მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არასრულწლოვანის რამდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ”

“არასრულწლოვანის რამდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ”

დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში, ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, არასრულწლოვანის რამდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

“მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. იცით თქვენ, რომ ის სრული შემადგენლობა, რაც გავითვალისწინეთ ჩვენ აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად უკვე ადგილზეა. ჩვენ გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.

მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ჩვენ ვუყურეთ აქ, ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, არასრულწლოვანის რამდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

კომენტარები