მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

არასრულწლოვნების სავარაუდო სექსუალური შევიწროება იმერეთში – შსს-ს სავარაუდო მოძალადე არ დაუკავებია

არასრულწლოვნების სავარაუდო სექსუალური შევიწროება იმერეთში – შსს-ს სავარაუდო მოძალადე არ დაუკავებია

არასრულწლოვნებზე განხორციელებული სავარაუდო სექსულუარი შევიწროების ფაქტი ვანის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოზარდებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვნებმა მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, თუმცა მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

კომენტარები