მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არა რუსულ კანონს” – ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო

“არა რუსულ კანონს” – ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო

“არა რუსულ კანონს” – ამ შინაარსის შეძახილებით და ტრანსპარანტებით ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო.

ასეულობით ადამიანი “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებს და მოითხოვენ, რომ ის ხელისუფლებამ გაიწვიოს.

“გამარჯვების კოალიციის” ფარგლებში მსვლელობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე შეურთდნენ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ქუთაისში რამდენიმე დღეა, გრძელდება.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები