მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“არ მიხარია საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში”

“არ მიხარია საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში”

არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“დღეს არ მიხარია და განვიცდი კიდეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს, როგორც იცით შევხვდი აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა.

ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხ პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.

საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.

მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა, რატომ მოხდა და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ, მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები