მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ შეიძლება ამ სახლის დანგრევა და აქაურობის ეკალ-ბარდად გადაქცევა” – ჯანსუღ კახიძის სახლი და ეზო სოფელ მეორე ობჩაში

“არ შეიძლება ამ სახლის დანგრევა და აქაურობის ეკალ-ბარდად გადაქცევა” – ჯანსუღ კახიძის სახლი და ეზო სოფელ მეორე ობჩაში

ლეგენდარული დირიჟორის, ლოტბარის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საცხოვრებელი სახლი და ეზო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში მოუვლელია.

ადგილობრივების განმარტებით, ეზოში ეკალბარდები იმდენად გაზრდილია, რომ მალე სახლამდე მისვლა შეუძლებელი იქნება.

“სამწუხაროდ, ეს ეზო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მალე შეუძლებელი გახდება ეზოში შესვლა, იქნებ გამოიჩინოს მუნიციპალიტეტმა ყურადღება და მოახდინოს აქაურობის გაწმენდა-გასუფთავება, ამ ადგილის შემოღობვა, შეძლოს ადამიანმა მისვლა და დათვალიერება, თუ ამჟამად შეუძლებელია სახლ-მუზეუმად ქცევა, ეს მაინც შევძლოთ, არ შეიძლება ამ სახლის დანგრევა და აქაურობის ეკალ-ბარდად გადაქცევა”, – წერს გვერდი “ბაღდათი ზეცაში”.

ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯანსუღ კახიძე 1936 წლის 10 იანვარს ბაღდათის მუნიციპალიტეტის  სოფელ ობჩაში, მეღვინე ივანე კახიძის ოჯახში დაიბადა.

კომენტარები