მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა” – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

“ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა” – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, მაღაზიის მენეჯერია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მას ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.

დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებით ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები