მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აფრინდა დედი ჩემი რეისი, მოვდივარ…” – ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ახალგაზრდის ემიგრანტი დედა

“აფრინდა დედი ჩემი რეისი, მოვდივარ…” – ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ახალგაზრდის ემიგრანტი დედა

ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ლაშა წიქორაძის ემიგრანტი დედა საქართველოში ბრუნდება.

“აფრინდა დედი ჩემი რეისი, მოვდივარ… სულ რამდენიმე საათი და ჩაგეხუტები. გელოდები, შენი სიცილი დამანახე და მითხარი… “რას შვები გოგო, თიკოია… მომენატრეო“, – დაწერა თეა გუბელაძემ.

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი, ჯუბა კუხიანიძე და ეკა სანიკიძე – ეს ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.

რაც შეეხება გარდაცვლილ ეკა სანიკიძეს, ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის.

ავტოსაგზაო შემთხვევის დაშავებული კიდევ ერთი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

კომენტარები