მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი იმერეთში საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი იმერეთში საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით მაღრაძე იმერეთში საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

აჭარაში კი ამ თანამდებობაზე გიორგი ხურცია დანიშნეს, რომელიც აქამდე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

დავით მაღრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა. მისი უშუალო ჩართულობით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმში, როცა 2023 წლის 31 ივლისს რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს.

დავით მაღრაძე იყო მთავარი მოწმე “24 ოპოზიციონერის“ დაკავების საქმეზეც – 2022 წლის მაისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს, მათ კარვები ჩამოართვეს და დაუშალეს. მაშინ დავით მაღრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც დააკავა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პოლიციის უფროსი გააპარა.

ცნობისთვის, მაღრაძე ერთ-ერთი პირველი იყო Mona.ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილ სიაში. ჩამონათვალში ის ჭორვილას აქციის დროს, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის შეიყვანეს.

კომენტარები