მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ახლა სამტრედიაში  წესით, სასტუმროების და კვების ობიექტების ბუმი უნდა იყოს”

“ახლა სამტრედიაში  წესით, სასტუმროების და კვების ობიექტების ბუმი უნდა იყოს”

“პარადოქსია, მაგრამ ქალაქ სამტრედიას ასე ახლოს ჰქონდეს აეროპორტი და მის პოტენციალს ვერ იყენებდეს, მე სხვა არ მახსენდება”, – ასე  აფასებს  საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ბერეკაშვილი სამტრედიაში არსებულ მდგომარეობას.

გიდის თქმით, ქალაქს, რომელსაც აეროპორტი ძალიან ახლოს აქვს, ეს რესურსი ტურისტულად  გამოყენებული უნდა ჰქონდეს.

“ახლა  სამტრედიაში  წესით, სასტუმროების და კვების ობიექტების ბუმი უნდა იყოს, თანაც ის ახლოს არის ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ ატრაქციებთანაც, უძრავი ქონება იაფია, სამუშაო ძალა იაფია, ლოჯისტიკა იოლია და ასე შემდეგ.

რას გავაკეთებდი?  პირველ რიგში, სამტრედიის ცენტრში მოვაწყობდი ტურისტულ სოფელს, სადაც ერთად მოვუყრიდით თავს სწრაფი კვების, ქართული ღვინის, ტკბილეულობის, ხელნაკეთი სუვენირებისა და ნაკეთობების დახლებს, ბარგის შესანახ და მოსასვენებელ, მოსაცდელ სივრცეებს… დავნიშნავდი უფასო ტრანსფერებს ქუთაისის აეროპორტიდან სამტრედიამდე და ისეთ მგზავრებს, რომლებიც რეისების მოლოდინში საათობით უწევთ მოცდა აეროპორტის დარბაზში, მივცემდი შესაძლებლობას, რომ ამ სიკეთით ესარგებლა იქვე ახლოს სამტრედიაში.

ამაზე უნდა მუშაობდნენ 24/7 აეროპორტების გაერთიანება და ქალაქების: სამტრედია, წყალტუბო, ქუთაისის მერიები და ჩირების დარიგების სამსახური”, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

კომენტარები