მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა”

“ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა”

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობა ჯერ არ გამოკვეთილა.

“გამოძიება მიმდინარეობს. უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის, კიდევ ერთი ადამიანის, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, დღესაც არიან ჯგუფები ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა, ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“, – განაცხადა გომელაურმა.

შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაიღუპა 33 ადამიანი.

კომენტარები