მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია “ქართული ოცნების” ლიდერებზე”

“ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია “ქართული ოცნების” ლიდერებზე”

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა გარიყულია მთელი ევროპიდან, ცივილიზებული სამყაროდან.

“ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, იმიტომ რომ მთელი მათი ფუნქცია, ბატონი კობახიძის, ღარიბაშვილის და ა.შ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეცვათ ისე, რომ იგი არ მოხვედრილიყო სანქციების ნუსხაში. ეს ვერ მოახერხეს ვერც ბატონმა კობახიძემ, ვერც ღარიბაშვილმა და ამიტომ, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი შიდა რყევებია და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაც სწორედ ისეთია, რომ ხელისუფლება, რომელიც მას ეკუთვნის, ამ ხელისუფლებას იგი უნდა დაეცვა, რაც ვერ მოახერხა და ბიძინა ივანიშვილი ახლა არის გარიყული მთელი ევროპიდან, ცივილიზებული სამყაროდან“, – აცხადებს დეკანოიძე.

გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები