მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი POLITICO-ს “დამრღვევების” სიაში მოხვდა

ბიძინა ივანიშვილი POLITICO-ს “დამრღვევების” სიაში მოხვდა

გამოცემა POLITICO-მ გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი, მათ გარდა, გამოცემა წერს კიდევ სამ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებზე – შემსრულებლები, დამრღვევები და მეოცნებეები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. ვინ დასახელდება ამ კატეგორიების მიხედვით ყველაზე გავლენიან პირებად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც POLITICO ოლიგარქად მოიხსენიებს.  ამავე სიაში მოხვედრილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

“თუ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა და შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) მის მიერ დაარსებული მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებს ხელიდან არ აგდებს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევაა.

ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრომოსკოვურ მოძრაობაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთის სანქციების დამრღვევი და გვერდის ავლით ექსპორტის საკვანძო კერად”, – წერს გამოცემა.

კომენტარები