მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბიძინა კულუმბეგოვის ეფექტური დიეტა – “15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი”

ბიძინა კულუმბეგოვის ეფექტური დიეტა – “15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი”

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი 15-დღიანი დიეტის შესახებ საუბრობს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და წონის კლებაშიც დაგეხმარებათ.

“მე შევეცდები, გასწავლოთ 15-დღიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველანი კმაყოფილი დარჩებით. ეს არის ინტერვალური შიმშილის მეთოდი, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 16-საათიან შიმშილს ვაწესებთ. აუცილებელია, რომ იმ რვა საათში, როდესაც ვიკვებებით, ცილის რაოდენობა იყოს არაუმეტეს 25 გრამისა დღის განმავლობაში. ეს დაახლოებით 4 კვერცხს შეესაბამება. შესაძლებელია ბოსტნეულის მირთმევაც, წვნიანების მირთმევა, მაგრამ ცილის რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული.

16-საათიანი შიმშილის შემთხვევაში მეორე დღეს ჩვეულებრივ ვიკვებებით. ვთქვათ, ორშაბათს ჩვეულებრივ ვიკვებებით, სამშაბათს ვიცავთ 16-საათიან ინტერვალურ შიმშილს, ოთხშაბათს ისევ ჩვეულებრივ ვიკვებებით. ეს არის დღეგამოშვებითი ინტერვალური შიმშილი. 15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „ჯანმრთელობის ფორმულაში“.

 

 

 

კომენტარები