მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბლაგვი საგნით არის მიყენებული თავის ქალის არეში ჭრილობა, გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება”

“ბლაგვი საგნით არის მიყენებული თავის ქალის არეში ჭრილობა, გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება”

მძიმეა ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში, კლინიკა “ვეტმედში” გადმოიყვანეს. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუსაფარ ცხოველს პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. ექიმების თქმით, ცხოველს დაზიანება ბლაგვი საგნით თავის ქალის არეში აქვს მიყენებული.

დღეს ძაღლს ოპერაციას გაუკეთებენ. ცხოველთა უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ფაქტი შესაბამისმა უწყებებმა რეაგირების გარეშე არ დატოვონ და დაადგინონ დამნაშავე.

“ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმე არის სიტუაცია, დღეს უკვე იგეგმება ქირურგიული ჩარევა, დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ ვასტაბილურებთ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, მძიმე სიტუაცია არის ძალიან, მაქსიმალურად იმედიანად ვართ, ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ შევძლოთ გადარჩენა. ბლაგვი საგნით არის მიყენებული თავის ქალის არეში ჭრილობა, გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება, იმიტომ, რომ არ არის დამწვრობა პირის ღრუში, კბილი, ენა, სასა, არის მთელი, ამიტომ შემოწმების შედეგად დავსვით დიაგნოზი, არის მძიმე ტრავმა თავის ქალის”, – აცხადებს ქირურგის ასისტენტი კონსტანტინე ჯგუშია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა.

კომენტარები