მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბოშა ქალოს” შემსრულებელი ქუთაისელი მომღერლის სევდიანი წარსული და ახდენილი ოცნება

“ბოშა ქალოს” შემსრულებელი ქუთაისელი მომღერლის სევდიანი წარსული და ახდენილი ოცნება

ქუთაისელმა მომღერალმა მზია გეწაძემ სახელი სიმღერით “ბოშა ქალო” გაითქვა.

მისი ეს სიმღერა განსაკუთრებულად ახალგაზრდებს მოსწონთ.

მზია გეწაძეს ბოლო თვეებია, სხვადასხვა ქართული კლუბები იწვევენ, ახალგაზრდები კი მისი შემოქმედებით კმაყოფილი არიან.

როგორც ირკვევა მომღერალს წლების წინ მძიმე ცხოვრება ჰქონდა.

“ვარ მუსიკოსი, დირიჟორი, მომღერალი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონესარვატორია. პირველად სცენაზე ჯაზ ფესტივალზე გამოვჩნდი 1987 წელს. მაშინ 17 წლის გოგონა ვიყავი. შემდეგ გავთხოვდი, ოჯახის შექმნამ ის გამოიწვია, რომ ვეღარ გავაგრძელე სიმღერა. შემდეგ დამენგრა ოჯახი და ისევ ქუთაისში დავბრუნდი, კერძო სასწავლებელში ვასწავლიდი, სადაც ხელფასი 16 ლარი მქონდა, ამ თანხით არსებობა შეუძლებელი იყო. შემდეგ გადავდგი ნაბიჯი და წავედი რესტორანში, 23 წელია, ვმუშაობ.

მორალურად ძალიან გამიჭირდა, ჩვენს ქალაქში ცუდი ტენდენციაა, განათხოვარი ქალი, პლუს ბავშვიანი, რომელიც რესტორანში მღეროდა, ცუდად ასოცირდება. სიყვარულით არ გავთხოვილვარ. ერთი ბიჭი მყავს, 27 წლის.

კადრი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება: ჩემი მეუღლის სახლის წინ ვიდექი და ჩემი ქმარმა მე და ჩემს შვილს მაღლიდან ტანსაცმელი გადმოგვაყარა. ეს იყო საშინელება. უყურებდა ამ ყველაფერს მთელი კორპუსი. ეს იყო ძალიან სამარცხვინო რამ”, – განაცხადა მზია გეწაძემ “მთავარი არხის” გადაცემაში “შენი დილა”.

კომენტარები