მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბუდუ ზივზივაძე – არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია

ბუდუ ზივზივაძე – არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“არა რუსეთს,

საქართველოს გზა ევროპაშია.

პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”, – წერს ზივზივაძე.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი განსახილველად დააბრუნა.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, “ქართული ოცნება” ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

კანონპროექტის განხილვას მასობრივი პროტესტი მოჰყვა. მან ასევე დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.

კომენტარები