მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გაგვასახლეთ სოფლიდან” – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აქციას მართავს

“გაგვასახლეთ სოფლიდან” – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აქციას მართავს

საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტში – სოფელ შუქრუთის მოსახლეობის თქმით, მათი კერძო საკუთრების ქვეშ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებდნენ, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია წლების წინ მათ კომპენსაციას დაჰპირდა, რის გამოც შიმშილობაც შეწყვიტეს, თუმცა ზარალის ადეკვატური კომპენსაცია მათ არ მიუღიათ.

მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ითხოვს და კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

“გაგვასახლეთ სოფლიდან, ამ სოფელში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება, სახლები თავზე გვენგრევა”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები