მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გადაუდებელი ამბულატორია “კარდუ მედ პლიუსი” სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში

გადაუდებელი ამბულატორია “კარდუ მედ პლიუსი” სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში

სამტრედიის რაიონ სოფელ ბაშში 2023 წლის მარტიდან გადაუდებელი ამბულატორია “კარდუ მედ პლიუსი“ ფუნქციონირებს. უახლესი აპარატურით  აღჭურვილ დაწესებულებაში პროფესიონალი  და მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ.

მიხეილ კაშია, “კარდუ მედ პლიუსის“ ხელმძღვანელი:

ჩვენი  პრიორიტეტია  პაციენტისთვის  მაქსიმალურად სასიამოვნო, კომფორტული გარემო  შევქმნათ და ხელმისაწვდომი ფასები შევთავაზოთ მათ. ამბულატორიაში პაციენტებს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ.  დღის განმავლობაში  დაგხვდებათ  მაღალი კვალიფიკაციის მქონე  ოჯახის ექიმი,  რომელიც თითოეული პაციენტის მდგომარეობას საფუძვლიანად სწავლობს და თუ კონკრეტულ სპეციალისტთან კონსულტაცია სჭირდება, ამის  შემდეგ ამისამართებს მათთან. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვყავს კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირი), ოფთალმოლოგი, რადიოლოგი და რენტგენოლოგი.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  ექიმ-სპეციალისტები  ქუთაისიდან და სამტრედიიდან გვყავს მოწვეული.

ჩვენი კლინიკის უპირატესობა ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის და ასევე მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობისთვის, მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა ყველა იმ მომსახურების,  რასაც ვთავაზობთ მათ. ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს, ამ კუთხით შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ნამდვილად ხალხის სამსახურში ვდგავართ,  თუმცა ამაზე მირჩევნია, თავად პაციენტებმა ისაუბრონ .

რაც შეეხება ამბულატორიის მუშაობის გრაფიკს, კვირის გარდა  ყოველ დღე 10:00-დან 17:00 საათამდე ვმუშაობთ.

მომართვიანობა კლინიკის გახსნის დღიდან,  ჩვენი განვითარების და სხვადასხვა მომსახურების დამატების შესაბამისად ეტაპობრივად იზრდება.  მაქსიმალურად ვცდილობთ, აქ მოსული პაციენტი სრულყოფილად კმაყოფილი გავუშვათ.  ზედაპირულად რომ ჩამოვთვალო, ჩვენთან შესაძლებელია ყველა ტიპის  ანალიზის აღება, სხვადასხვა კვლევების ჩატარება, რენტგენის გადაღება უახლესი აპარატურით,  ექოსკოპია,  ამავე სივრცეში შეუძლიათ ისარგებლონ აფთიაქით და საერთო ჯამში დამატებით  სხვაგან წასვლა არ მოუწევთ.

ჩვენი მიზანია სხვადასხვა  მიმართულების სპეციალისტების დამატება, რათა აქ მოსული პაციენტების სრულყოფილი მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ.  ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!

•ტელეფონი: 599 99 43 03

•ელ–ფოსტა: [email protected]

კომენტარები