მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

“გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

“გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის სხვა ლიდერები ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოსთან პარტიების რეგიონულ აქტივს და მოქალაქეებს შეხვდნენ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ქუთაისსა და ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ასევე მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქუთაისის მიმართ დამოკიდებულება და აღნიშნეს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

კომენტარები