მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს

ჭიათურის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. ცოტა ხნის წინ, გაფიცულმა ათასობით მაღაროელმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.

3 ათასზე მეტი დასაქმებული კომპანიის მიერ შეთავაზებულ  პირობებს აპროტესტებს და არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

მე-4 დღეა, გაჩერებულია ყველა მაღარო, დასაქმებულები კი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

“ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ყველაზე რთული სამსახური გვაქვს, მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრებზე, ჩვენს სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე, ჩვენს ჯანმრთელობას ვიზიანებთ. ამიტომ, გვჭირდება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და სანამ ამას არ მივიღებთ, პროტესტს არ შევწყვეტთ”, – აცხადებს გაფიცული მაღაროელი.

კომენტარები