მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გაჩერებულ მანქანას “მერსედესი” შეეჯახა” – ნიკეას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

“გაჩერებულ მანქანას “მერსედესი” შეეჯახა” – ნიკეას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

72 წლის მამაკაცი “ოპელის” მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით “მერსედესის” მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებული მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, მეორე მანქანაში მსხდომი ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები