მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს მერობასთან ერთად კომპანიის დირექტორობასაც ვერ თმობს

გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს მერობასთან ერთად კომპანიის დირექტორობასაც ვერ თმობს

“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმედი 2020”-ის დირექტორი და 30% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მერად არჩევნის შემდეგ კომპანიის დირექტორის პოზიცია არ დაუტოვებია და არც წილი გადაუცია სხვა პირისთვის მართვის უფლებით.

“ინფო იმერეთი” წყალტუბოს მერს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მინდობილობით არის ყველაფერი მის შვილზე და კანონთან შეუსაბამო არაფერი გაუკეთებია.

კომენტარები