მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გერმანიაში სიგარეტების ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში სიგარეტების ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის  25 და 29 წლის ქართველები დააკავეს.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სიგარეტის კოლოფები, IQOS და ნაღდი ფული ამოიღეს. გარდა ამისა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 25 წლის ქართველი მანქანას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.

ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები