მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, კოსმეტიკის და ჰიგიენის საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ის ბრემენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა.

პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია. ეჭვის გაფანტვის მიზნით მამაკაცმა თქვა, რომ ეს ჩანთები მისი არ იყო.

პოლიციამ მამაკაცი ადგილზევე დააკავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები