მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გვატკინეთ ცოდნით და გემოვნებით

გვატკინეთ ცოდნით და გემოვნებით

1943 წელს ფაშიზმზე მიძღვნილი ეგზისტენციალური ფილოსოფიით გაჯერებული “ბუზები” წუხელ ახლებურად  აჟღერებული ვნახე  მესხიშვილის  სცენაზე.

ლიტემნესტრას  და  აგამემნონის  შვილის  – ორესტეს შურისძიების მართებულობა ბერძნულ  ვერსიაშიც იწვევს კამათს ათენას და აპოლონს შორის. ამართლებს თუ არა მოტივი დედის მკვლელს?

მ პერსონაჟთან მუდმივად ისმის მარადიული კითხვა ბოროტების და სიკეთის გზაგასაყარზე.

რეზი ქაროსანიძის ჰუმანისტურ ხედვაში ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა: ვერ გამართლდება!  რესტეს განაჩენი ელექტრას გამოაქვს:  მთელი 7 წელი ელოდა  ძმას,  მაგრამ ფაქტის წინაშე, ხვდება შურისძიების ამაოებას, ბნელით ბნელის ჩანაცვლების პერსპექტივას  და ორესტეს დაუნდობელ სახეს, რომელიც მასში სიყვარულის ნაცვლად უკვე  შიშს  იწვევს. 

 ორესტე აღელვებდა ესქილეს, სატრის, როსინს, მისი შურისძიების ძალა ხან აღფრთოვანებად, ხან  ღია  კითხვებად  რჩებოდა  ხელოვნებაში, მაგრამ  გუშინ  მესხიშვილის  სცენაზე  რეჟისორმა ძალიან კარგად და დამაჯერებელი ხედვით გასცა პასუხი  მარადიულ კითხვას: მიტევება  არ  არის  სისუსტე,  მიტევება  არის  შესაძლებლობა არ  დაემსგავსო  მას,  ვინც  გძულს!

ადა,  დომინანტური  ნაცრისფერი  სცეოგრაფია, ზუსტად  იმ  ჩაკეტილ  წრეს  და განწყობას  გადმოსცემს, რომელიც  ქალაქში  სუფევს.

მუსიკალური რიგი მაყურებელს ეხმარება ასმენინოს ტექსტი, აღიქვას და ემოციებმა ” ათრიოს”.

ეჟისორმა მოახერხა პანდემის, ომის, ფემიციდის, ყოველდღიური მკვლელობების და მძაფრი ამბების სტატისტიკით ემოციებდამშრალი მაყურბელი (ჩემს თავზე ვსაუბრობ) გაელღო, კვლავ გაეღო ფანჯარა, სადაც მყარად დგას მარადიული მორალური ფასეულობები, სადაც  სიკეთის  არსებაა  გრძელი და  არა  ბოროტების!  –

ეს ჩვენმა მეგობარმა, ნატალია პატარიძემ დაწერა წუხელ თავის პოსტში. „ბუზების“ ნახვის შემდეგ და ამ განწყობით, ჩემი ბლოგის თემაც გადაწყვიტა – როგორ აფასებენ ადამიანები იმას, რაც შენ ასე გიყვარს და გემშობლიურება, რასთანაც ჯერ კიდევ ვერ დისტანცირდები, რაშიც კარგავ ობიექტურობას და ნამდვილი კრიტიკის ხაზს (ახლა მე ჩემზე ვსაუბრობ 🙂 )

ყველაზე საინტერესო ამბები მესხიშვილის თეატრის შაბათის (26 ნოემბრის) სპექტაკლზე ის, იყო, რომ :

  • 8 თვის ლოდინის მერე, უცნაური ბედისწერის „ბუზები“ საბოლოოდ აღდგა და საპრემიერო ჩვენებაც დასრულდა;
  • დარბაზში ბევრი გულწრფელი გულშემატკივარი ვნახე;
  • მაყურებლის შემთხვევითი და არაშემთხვევითი, ნამდვილი და არანამდვილი აღფრთოვანებები მოვისმინე მსახიობებზე, რეჟისორზე, ტექსტზე, მუსიკალურ გაფორმებაზე;
  • განსაკუთრებით გამახარა, რომ ერთი კვალიფიციური თეატრმცოდნე მაინც გვყავდა მაყურებლებს შორის და იმედი გვაქვს –დაუნდობლად გაგვაკრიტიკებს;

და რაც შეეხება კრიტიკას..

ეს პროფესია –  ცოდნის და გემოვნების, ფაქიზი, დელიკატური და საჭირო, -აუცილებლად უნდა გითრთოლებდეს გულს და გონებას რეჟისორსაც, მსახიობსაც და ნებისმიერი სპექტაკლის ჩემნაირ გულშემატკივარსაც, რადგან კრიტიკის მერე ვითარდები შემოქმედი (არა მარტო). კრიტიკის, რომლის სრულყოფილად წარმოდგენისთვის ცოტა ზემოთ, რამდენიმე რბილი განსაზღვრება  ჩამოვთვალე მოკრძალებით და თან, არასრულად 🙂 . ხომ არ შეიძლება საქართველო მართლა ერთ  დიდ, კვაზიოჯახად იქცეს, სადაც კრიტიკული ანალიზისთვის, პროფესიისთვის პატივსაცემად დისტანცირებული ურთიერთობები უბრალოდ, აღარ დარჩა..  და რაც დარჩა, „რეესტრის“ გარეთაა/გარეშეა :). როგორც ყველა სფეროში, სამწუხაროდ.

მინდოდა მადლობა მეთქვა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩამოვიდა „ბუზების“ სანახავად, ახალგაზრდების არათანაბარი სიგიჟის და უ-წესო შემოქმედებითი პროცესის შედეგის სახილველად, ცუდის და კარგის გასარჩევად.. რომელსაც, ქუთაისური  სტუმართმოყვარეობის მიუხედავად,  შეთავაზებაც არ/ვერ  შევკადრეთ – იმაზე ახლოს მოსულიყო სპექტაკლის შემდეგ, ვიდრე თვითონ აირჩია პროფესიული ეტიკეტით.

ხომ დავიმსახურე ამ ბლოგით ერთი ეფექტური კრიტიკული სილა? 🙂

მაგრამ – საჭიროა! გამოწვევაა!

და “ბუზები“ ამაშიც პრეცედენტი უნდა იყოს. ასეთია მისი ბედისწერა და ეს გამოარჩევს სხვებისგან თუ ნამდვილია! მე ასე ვფიქრობ.

ტკივილის გარეშე, ახალი არ იქმნება. და თუ ტკივილში გავლა არ გვინდა, რატომ  ვაცოცხლებთ ორესტეს სისხლიან ამბავს?  ნეიტრალური და „საკასო“ პიესების მეტი რა არის თეატრის არქივებში…  🙂

გვატკინეთ ცოდნით და გემოვნებით, რომ ისევ და ისევ, ორესტესავით, თავიდან დავიბადოთ ..

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

 

კომენტარები