მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გზა გადათხარეს, ქვაფენილი აყარეს” – ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“გზა გადათხარეს, ქვაფენილი აყარეს” – ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათ ქუჩაზე თვეებია, სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ასევე რამდენიმე კვირის წინ ტროტუარიდან ქვაფენილის აყრა მოხდა, რის გამოც ქვეითები მოძრაობას ვეღარ ახერხებენ.

“გზა გადათხარეს და მანქანები ძლივს დადის, ქვაფენილი აყარეს და ქვეითები ვერ დავდივართ, რა ხდება ამ ქალაქში, ქუთაისს პატრონი ჰყაავს? ვინმეს ადარდებს ჩვენი პრობლემები?”, – აცხადებს ადგილობრივი ნინელი კაპანაძე.

კომენტარები