მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რიკოთზე გამაგრება 77 ფერდს უტარდება”

“რიკოთზე გამაგრება 77 ფერდს უტარდება”

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, გამაგრება 77 ფერდს უტარდება.

მისივე ინფორმაციით, რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება.

“მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო “, – აღნიშნა მან.

კომენტარები