მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გზები რომ კეთდება, სანიაღვრეები არ უნდა იყოს მოწესრიგებული?” – ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ

“გზები რომ კეთდება, სანიაღვრეები არ უნდა იყოს მოწესრიგებული?” – ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ

ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე ქსელის გამო დაზიანებული გზა მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის.

იმის გამო, რომ სანიაღვრე ქსელი მოწესრიგებული არ იყო, რამდენიმე კვირის წინ დაგებული გზა დაიტალღა, დეფორმირდა და დაიბზარა.

მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზა გარკვეულ მონაკვეთებზე იმდენად ავარიულია, რომ გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომობილებს, ასევე ქვეითებსაც.

“ახალი დაგებული გზა არის და ალბათ, სანიაღვრეები არის გაკეთებული და ძლიერი წვიმები რომ იყო მაშინ დაზიანდა. გზები რომ კეთდება, სანიაღვრეები არ უნდა იყოს მოწესრიგებული?” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

პეტრიწის ქუჩა არ არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ.

კომენტარები